ლევან მჭედლიძე: “დინამოსთვის” ყველაფერს გავაკეთებ”
თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ლევან მჭედლიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი ემოციები გაგვიზიარა.
“ძალიან მოხარული ვარ, “დინამო” ავირჩიე იმიტომ, რომ არის დიდი ისტორიის კლუბი და საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, მითუმეტეს “დინამოში”. გულშემატკივარს მივესალმები და მოვუწოდებ, მხარში დაგვიდგეს.
რთული ჩემპიონატია, დაძაბულობა არის, რაც მთავარია და სასიამოვნოა. გუნდს შევუერთდები და ჩემ მაქსიმუმს დავდებ. შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ამ კლუბისთვის და ბიჭებთან ერთად მივაღწიო გამარჯვებას, გავხდეთ ჩემპიონები.
ბავშვობაში მამაჩემისგან უამრავი ისტორია მაქვს მოსმენილი “დინამოზე” და რა თქმა უნდა, როცა გადავწყვიტე საქართველოში დარჩენა, ეგრევე მამაჩემისგან მივიღე ის, რომ ეს გუნდი თბილისის “დინამო” უნდა ყოფილიყო და ბევრი არც გვიფიქრია, ბედნიერად დასრულდა. დიდ მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის ხელმძღვანელობას, გუნდს და ყველას.
“დინამო თბილისი. ჩვენი ქალაქი, ჩვენი გუნდი”, – მჭედლოს პირველი ინტერვიუ.
ლევანი იტალიურ “ემპოლიში” 11 წელი თამაშობდა და ბოლო რამდენიმე თვე უგუნდოდ იყო. მჭედლიძემდე ეროვნულ ლიგაში საქართველოს ნაკრები ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური, მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი, ლევან ყენია და ნიკა ძალამიძე დაბრუდნენ.