ლევან მჭედლიძე: “გენიოსო ჟურნალისტო, რეიტინგისთვის ყველაფერს რომ აკეთებ…”
გუშინ Sportall.Ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან მჭედლიძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ავსტრიასთან დაპირისპირებაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, სანაკრებო შეხვედრის წინა დღეს “ემპოლის” მაისურით ამხანაგური მატჩი ითამაშა. ამას დიდი გამოხმაურება და უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ლევან მჭედლიძის მიმართ. ამ ყველაფერს დღეს ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.
“გენიოსო ჟურნალისტო რეიტინგისთვის ყველაფერს რო აკეთებ! დილამშვიდობის…
თუ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება გინდა კარგად გაარკვიე ან ვისთან ვითამაშე ან რამდენი დღეა რაც გუნდთან ერთად არ მივაჯიშია და როდის დავიწყე… არ მესმის რატომ ცდილობთ რო ხალხი გააგრესიულოთ ფეხბურთელების მიმართ…
ნამდვილი ინფორმაცია ეს არის:
7 აგვისტოდან არ მივარჯიშია არც ყოფილა რთული ტრანვა უბრალოდ მომიწია თითქმის ერთი თვე მცირე ტრანვის აგდგენა და ფიზიკურად მომზადება! ხუთშაბათს ვივარჯიშე პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად ისეც მთლიანი დატვირთვით არა და შაბათს დაბალი ლიგის გუნდთან ვითამაშე თამაში ნელ ნელა ფორმაში შესასვლელად… რო ჩამოვსულიყავი ხუთი წუთისთვისაც არ ვიყავი მზად სათამაშოდ… ამდენი შენთვის არ მიწერია უბრალოდ მინდა ხალხმა იცოდეს რო მე საქართველოსთვის უარს არასოდეს ვიტყვი!!!!!!!”