ლევან მჭედლიძე: “პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, დავიღალე ამდენი ნეგატივით”
პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმის (0:0) დასრულების შემდეგ, “ემპოლის” ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო და ამიტომ მან უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხა.
“ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით. დავიღალე ამდენი ნეგატივით და ამდენი კრიტიკოსი ჟურნალისტის მოსმენით.
ჩართეთ ტელევიზორი, შეცდომას ყველა უშვებს. დაცვა ძალიან კარგად გამოიყურება, ბევრჯერ გადაგვარჩინა გოლისგან. რაც შეეხება პოლონეთს და პოლონეთის ნაკრებს, ეს თამაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პოლონეთში თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა. ნორმალურია, ამდენ მომენტს რომ გვიქმნიან. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს მეორე ტაიმში”, – წერს მჭედლიძე.