ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ში რეკორდი დაამყარა
21 მარტს, იტალიის ჩემპიონატში, “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. 24 წლის თავდამსხმელმა მოედანზე შესვლიდან 13 წამში, ბურთზე პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, იტალიის სერია A-ში ასეთი რამ არავის გაუკეთებია.