ლევან ყენია: “საქართველოს ასეთი შანსი არასდროს ჰქონია”

თარიღი: იანვარი 22, 2020

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის ნახევარმცველის, ლევან ყენიას ინტერვიუ გამოქვეყნდა. ყენია ინტერვიუში “საბურთალოზე”, თურქულ შეკრებაზე და საქართველოს ნაკრებზე საუბრობს.

– თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი არ მაწუხებს, ყველაფერი რიგზეა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. დღეში ორჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასულები და ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, სეზონს კარგად შევხვდებით.
– ახლა შეკრებაზე იმყოფებით. ხომ არ გიჭირთ ორჯერად ფიზიკურ დატვირთვებთან გამკლავება?
– ჩემთვის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვები უცხო არაა, რადგან ევროპაში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ამ კომპონენტს. შეკრებაზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო, კარგად უნდა დაიღალო, რომ იგრძნო დატვირთვა.
– გასული სეზონი გავიხსენოთ – „საბურთალო“ თასის გამარჯვებული გახდა. ამავდროულად, გუნდი ახლოს იყო მორიგ ჩემპიონობასთან. რა დააკლდა პირველობამდე?
– ძალიან რთული და დამღლელი სეზონი იყო. თავდაპირველად, ყველაფერი კარგად დაიწყო – ორ წრეზე მეტი ვლიდერობდით ჩემპიონატს, შემდეგ ძალიან მაღალი დონის მატჩი ვითამაშეთ მოლდოვა. საერთო ჯამში “შერიფთან” შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არ იყო. ზაგრების „დინამოსთან“ მართალია ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, თუმცა თავი არც ერთ მატჩში არ შეგვირცხვენია. თუ არ ჩავთვლით შეხვედრის ბოლო 20-25 წუთს, ორივე მატჩში ტოლ-სწორად ვეთამაშეთ ხორვატებს. ბოლოს იყო, რომ დიდი დარტყმა მივიღეთ სომხებთან, როგორც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, ასევე ხელმძღვანელებმა. „არარატ-არმენიასთან“ მარცხის შემდეგ, გაგვიჭირდა ძალების მობილიზება, რამაც რამდენიმე დაუგეგმავი ქულები დაგვაკარგვინა. ვერ ვიტყვი, რომ სხვა კლუბებმა გვაჯობეს და ამიტომ ვერ შევძელით ჩემპიონობა, უბრალოდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დროულად დიდი დარტყმიდან გამოსვლა.
– ბოლოს სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულეთ. როგორი იყო თქვენს კარიერაში პირველი ქართული ტიტული?
– ევროპაში სხვა და სხვა ტიტულები მაქვს მოგებული, თუმცა იქიდან გამომდიონარე, რომ საქართველოდან უცხოეთში ადრე მომიწია წასვლა, ქართული ტიტული აქამდე არასდროს მქონდა მოგებული. გასული წლის ბოლოს დავით ყიფიანის თასის მოგებამ ძალიან გამახარა. ამავდროულად, ცოტა რეაბილიტაციაც მოვახდინეთ გულშემატკივრებში. თუმცა, შეიძლებოდა დუბლის გაფორმება. რა შეცდომებიც წინა წელს დავუშვით, იმ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და მომავალში ანალოგიური აღარ უნდა გავიმეოროთ.
– რა დაგანახათ გასულმა საფეხბურთო სეზონმა?
– საზომი ყოველთვის ევროტურნირებია. გუნდის წარმატება-წარუმატებლობა საერთაშორისო თამაშებით ფასდება. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვნახეთ, რომ  რამდენიმე ეტაპის დაძლევა შესაძლებელია, მთავარია ძალები ვირწმუნოთ.
„კრისტელბეთ ეროვნული ლიგა“, მართალია ნელი ნაბიჯებით, თუმცა წინ მიიწევს. მეტი ფინანსებია მოსაძიებელი, შემდეგ ეს ფული სწორად არის გადასანაწილებელი. კარგია, რომ რეგიონებში სტადიონები კეთდება, ეს აუცილებლად წაადგება ფეხბურთს. თუმცა, რაც შეიძლება ბევრი მინდვრები უნდა გვქონდეს. ჩემპიონატი შუქდება, ინტერნეტში მეტი და მეტი ადამიანი უყურებს თამაშებს, მაგრამ სტადიონზე უნდა მივიზიდოთ გულშემატკივარი.
 საბურთალოში ნახევარი სეზონი უკვე გაატარეთ. როგორ გრძნობთ თავს?
– ძალიან შეკრულ და მეგობრულ გუნდში მოვხვდი. ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს – ვმეგობრობ, როგორც ახალგაზრდებთან, ასევე ჩემი თაობის ფეხბურთელებთან.
– მალე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომლის შემადგენლობაში არაერთი მატჩი გაქვთ ჩატარებული, პრინციპული შეხვედრა ელის ბელორუსიის ნაკრებთან. როგორი მოლოდინი გაქვთ?
– საქართველოს ასეთი შანსი არასდროს ჰქონია და ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია. თუმცა, ეს ფაქტი ტვირთად არ უნდა ჰქონდეთ ფეხბურთელებს, რადგან ასეთ დროს რთული იქნება წარმატების მიღწევა. დაძაბულობა უნდა მოვუხსნათ სპორტსმენებს, ფეხბურთელებმა თავისუფლად უნდა ითამაშონ.  აუცილებლად უნდა გავიდეთ, ან უკვე გასულები ვართ შემდეგ ეტაპზე, მსგავსი მიდგომა და საუბრები დამღუპველი იქნება.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება. იმედია, მოახლოებულ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით. ამავდროულად, დიდი პლუსია ის, რომ ამხელა მნიშვნელობის შეხვედრას შინაურ კედლებში ვითამაშებთ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” “საბურთალოს” მარცხენა მცველს იმატებს?

“დინამო ბათუმს” ირაკლი აზაროვის წასვლის შემდეგ 36 წლის გიორგი ნავალოვსკის გარდა სხვა მარცხენა მცველი აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო კანავარო: “კვარაცხელია დიდი სიუპრიზი იქნება”

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ იტალიური გუნდების სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და ობამეიანგი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ლონდონის “ჩელსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ!”

რომან ფიფიამ თბილისის “დინამოს” გახსვისებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა. “მიმდინარეობს მხოლოდ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავტოგრაფების დარიგებისას ლევანდოვსკის საათი გასტაცეს

“ბარსელონას” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გაძარცვეს. sport.es-ის ცნობით, 33 წლის პოლონელი ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილიდან ავტოგრაფებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ გავიდა მიუნხენის “ბაიერნთან” კონტაქტზე? – საინტერესო აგენტები ევროპუ

თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ აკადემიის აღზრდილი, 17 წლის ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” აკადემიის აღზრდილი კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს

დინამო აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მხარეებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგია – ქართველი ტალანტების სასაკლაო

5 გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი ტალანტი კარიერული ტრამპლინისთვის საფეხბურთო აგენტების ხელშეწყობით ბელგიის უმაღლეს ლიგაში წავიდნენ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია – 25 მილიონი, მამარდაშვილი – 20, მიქაუტაძე – 5

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები ევროპულ ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნადები არიან. ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” სერია A-ს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელი: “საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს̶

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი სოც.მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და “იმედთან” კომენტარი გააკეთა. „ტყუილია ეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაფიოზი რამოსი – ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტი რამოსმა მოაგვარა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებს, ნეიმარსა და მბაპეს შორის დაძაბული სიტუაცია სერხიო რამოსის ჩარევით მოგვარდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – ზოგიერთს 3 წელია თანხა არ მიუღი

სააგენტო „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარაცხელია უკვე 25 მილიონი ფუნტი ღირს! “ზღარბი კვარა” – ქართველი

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დებიუტს ეხმაურება. “ნაპოლი” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კარაბინერებმა უკვე გამოიძიეს ეს დანაშაული? ეს ქურდობაა!” – ცნობილი იტალ

გუშინდელი მატჩის შემდეგ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. “რა შედევრმა უბიძგა […]...
წაკითხვა