ლევან ყიფიანი კალათბურთელთა ნაკრებს შეხვდა

თარიღი: აგვისტო 8, 2014

7 აგვისტოს, სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდნენ და მნიშვნელოვანი მატჩის წინ ნაკრების მოთამაშეები გაამხნევეს. კალათბურთელთა ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს.

ლევან ყიფიანი ნაკრების მთავარ მწვრთნელს იგორ კოკოშკოვს ესაუბრა და გუნდში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. კალთბურთელებს კი პრინციპული მატჩის წინ წარმატება უსურვა და მთავრობის სახელით გუნდის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მინისტრი ნაკრების მოთამაშეებს პრემიალური სისტემის შესახებაც ელაპარაკა – ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედისთვის პრემიალურ თანხას მიიღებს. ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული წარმატება და ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შესაბამისად დაფასდება.

ეროვნულმა გუნდმა მოსამზადებელი შეკრება ევროპაში გაიარა და ამხანაგური მატჩებიც გამართა, 2-4 აგვისტოს კი სპორტის სასახლეში გამართული თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მოლდოვა, ბრიტანეთი და ბელარუსი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის გარდა უნგრეთი და პორტუგალიის ნაკრები არიან.

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი გადის. ოღონდ მეორე ადგილოსანმა უნდა აჯობოს სხვა ჯგუფების თუნდაც ერთ მეორე ადგილოსანს, რადგან შვიდი ჯგუფიდან ერთი უარესი მაჩვენებლის მქონე მეორე ადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ვერ გადის. ხუთი ჯგუფის მეორე ადგილოსნებს, სადაც ოთხი გუნდი თამაშობს ბოლო ადგილოსნებთან დაგროვილი ქულები გაუნულდება და A  და G ჯგუფების მეორე ადგილოსნებს ისე გაეჯიბრება, რადგან პირველ და ბოლო ჯგუფში 3-3 გუნდი თამაშობს. სულ ფინალურ ეტაპზე 13 ნაკრები გადის.

საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩების დაწყებას პრობლემებით ხვდება. ტრამვის გამო გუნდს ვერ ეხმარება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც ახლახანს ევროპული კალათბურთის გრანდ მოსკოვის ცსკა-სთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იგივე მიზეზით ნაკრებს ვერ ეხმარება ამერიკელი ლეგიონერი რიკი ჰიკმანი. ტრამვის გამო შესარჩევი ეტაპის პირველ წრეს და შესაბამისად ჩეხეთთან პრინციპულ მატჩს გამოტოვებს გიორგი შერმადინი. ის გუნდს მეორე წრის შეხვედრებში დაეხმარება. წელი აწუხებდა ვიქტორ სანიკიძესაც, თუმცა დიდი ალბათობით ის ჩეხეთთან ითამაშებს. დანაკლისი აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც. ჩეხები თბილისში მთავარი ვარსკვლავის ცენტრ იან ვესელის გარეშე ჩამოვლენ. ვესელმა ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი

10 აგვისტოთბილისი
საქართველო – ჩეხეთი

13 აგვისტოკეჩკემეტი
უნგრეთი – საქართველო

17 აგვისტოოვარი
პორტუგალია – საქართველო

20 აგვისტონიმბრუკი
ჩეხეთი – საქარეთველო

24 აგვისტოთბილისი
საქართველო – უნგრეთი

27 აგვისტოთბილისი
საქართველო – პორტუგალია

http://msy.gov.ge/

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფ...
წაკითხვა