ლევან შენგელია: “დინამოში” თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი”
თბილისის “დინამოს” ყოფილი შემტევი, ლევან შენგელია “კონიასპორში” წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში “დინამოს” დაემშვიდობა.
“პირველ რიგში მინდა დავიწყო იქედან რომ , ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება თუ სად გამეგრძელებინა კარიერა. ეს იმის გამო რომ დინამოში თავს ვგრძნობდი ყველაზე ბედნიერად, ეს იყო ყველას დამსახურება, დაწყებული პრეზიდენტიდან, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ მე მეგრძნო თავი კომფორტულად და დამთავრებული თითოეული სტაფის წევრიდან. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩისკოს და მის სტაფს ესეთი პროფესიონალიზმისთვის და კომფორტისთვის, რაც გუნდში არის და ის ერთიანობა, რომელშიც თითოეული ფეხბურთელია ჩართული. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დინამოს გულშემატკივრებს, ყველას და განსაკუთრებით ჩვენს ელიტას, რომლებიც სულ ჩვენს გვერდით არიან და სულ ვგრძნობდი მათგან სიყვარულს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ დინამო არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და რათქმაუნდა ნომერ პირველი გუნდი საქართველოში.დარწმუნებული ვარ დინამო წელს ჩემპიონობას იზეიმებს და მეც ამის ნაწილი ვიქნები!!!”, – წერია განცხადებაში.
შენგელია გუშინ ოფიციალურად შეუერთა თურქულ “კონიასპორს” და 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გუშინვე “დინამოს” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა ფეხბურთელს ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცენდეტო პირობები შესთავაზა, თუმცა მან მაინც თურქეთში წასვლა არჩია.
ლევანის მიმართ ინტერესს თვეების განმავლობაში ესპანური გუნდებიც იჩენდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ თურქეთის ვარიანტი გამოვიდა.
შენგელია “დინამოს” უდავო ლიდერი გახლდათ და ევროპა ლიგაზე პირადად უძღვებოდა გუნდს. ეროვნულ ლიგაში 12 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.