ლევან შენგელიამ 92-ე წუთზე გატანილი გოლით “ქონიასპორს” მოაგებინა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 18, 2020

17 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლევან შენგელიას “ქონიასპორი” სტუმრად “ანკარაგიუჯუს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი შენგელიამ გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო. ის თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო, 92-ე წუთზე კი მეტოქის კარი დალაშქრა.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები