ლევან შენგელიათი ესპანური და ბელგიური გუნდები დაინტერესდნენ
თბილისის “დინამოს” 23 წლის შემტევი, ლევან შენგელია, შესაძლოა, ლა ლიგა 2-ში ვიხილოთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიას მიმართ ინტერესს ლა ლიგა 2-ის მე-7 ადგილოსანი “კადისი” იჩენს, რომელსაც მხოლოდ 4 ქულა დააკლდა პლეი-ოფში მოსახვედრად.
თბილისურ კლუბს “კადისი” სწორედ იმ აგენტის საშუალებით დაუკავშირდა, რომელმაც “დინამოში” რამდენიმე ესპანელი ჩამოიყვანა.
შენგელია ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელია 9 გატანილი გოლით და 5 საგოლე პასით. 2 დღის წინ ლევანის ულამაზესმა დარტყმულმა “დინამოს” “ვიტ ჯორჯიასთან” ბოლო წუთზე 3 ქულა მოუტანა.
ფეხბურთელს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მისი დარჩენაზე დათანხმება, შესაძლებელია, გართულდეს, რადგან საკმაოდ ბევრი მსურველი დაუგროვდა უცხოეთიდან და ბელგიადანაც, სადაც ის “ტუბიზეს” რიგებში გამოდიოდა. საუბარი “სტანდარტსა” და “შარლერუაზეა”.