ლევანდოვსკი: “2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ვფიქრობდი”
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian რობერტ ლევანდოვსკისთან ჩაწერილ ინტერვიუს ასაჯაროვებს, სადაც პოლონელი თავდამსხმელი აღიარებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ფიქრობდა.
“დორტმუნდში გატარებული ორი წლის შემდეგ ალექს ფერგიუსონს ვესაუბრე. 2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ნამდვილად ვფიქრობდი ალექს ფერგიუსონისა და თავად კლუბის სიდიადის გამო.
“ბორუსიაში” კი მითხრეს – “არა და ამით მორჩა.” ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასე სერიოზულად დავფიქრდი წასვლაზე. დიდებული შეგრძნებაა, როდესაც ახალგაზრდა ხარ და სერ ალექს ფერგიუსონი გირეკავს. ეს ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე იყო,” – აცხადებს ლევანდოვსკი.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ამ დროისთვის მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავს და ევროპის ტოპ-5 ლიგაში გატანილი გოლებით მხოლოდ ჩირო იმობილეს ჩამორჩება (26, ერთით მეტი ვიდრე რობერტს).