ლევანდოვსკი: “იმობილეს დრო უნდა მიეცეს”
“ბაიერნის” ფორვარდი, რობერტ ლევანოვსკი თვლის, რომ “ბორუსიას” ფორვარდ ჩირო იმობილეს დორტმუნდულ კლუბში საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად დრო უნდა მიეცეს.
“ზოგ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის სხვებთან შედარებით მეტი დრო სჭირდებათ და ეს ნორმალურია. მათ დრო უნდა მიეცეთ. პირადად მე დორტმუნდში 4 შესანიშნავი წელი გავატარა და “ბორუსიამ” ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა” – განაცხადა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პოლონელმა ფორვარდმა “ბორუსია” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა და “ბაიერნში” გადაბარგდა. მის ნაცვლად დორტმუნდელებმა იმობილე შეიძინეს, რომელმაც ბუნდესლიგის 17 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.