ლევანდოვსკი: “მადრიდში აუცილებლად ვითამაშებ!”
მიუნხენის “ბაიერნმა” მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე წააგო (1-2). იმ შეხვედრაში ბავარიელებს ძირიათადი შემადგენლობის ორი სპორტსმენი, რობერტ ლევანდოვსკი და მატს ჰუმელსი არ ჰყოლიათ.
გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ და ნახსენებმა პოლონელმა თავდამსხმელმა გუნდის დანაკლისზე ისაუბრეს.
ანჩელოტი: “წინ ექვსი დღე გვაქვს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, ორივე ტრავმირებული ფეხბურთელი მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. მატსი და რობერტი ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა!”
ლევანდოვსკი: “მადრიდში აუცილებლად ჩავალ და “რეალის” წინააღმდეგ ვითამაშებ. პირველი მატჩის წინ მცირე ტკივილი მაწუხებდა და სწორედ ამიტომ ვერ გავედი მინდორზე. დარწმუნებული ვარ, განმეორებითი დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები.”
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალსა” და “ბაიერნს” შორის, 18 აპრილს, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.