ლევანდოვსკი მოედანზე გადმოგდებული მაშხალის აფეთქების შედეგად დაშავდა (ვიდეო)
უსიამოვნო ინციდენტი მოხდა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის ბუქარესტში გამართული მატჩის მიმდინარეობისას. სტუმართა კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი მთავარ არბიტრს ტრიბუნიდან ნასროლ მაშხალზე მიუთითებდა, რა დროსაც პიროტექნიკა მოულოდნელად აფეთქდა, პოლონელმა ფეხბურთელმა სახეზე ხელები აიფარა და ძირს დაეცა. სამედიცინო დახმარების შემდეგ ლევანდოვსკიმ, საბედნიეროდ, თამაშის გაგრძელება შეძლო და მეტიც, დარჩენილ დროში დუბლი გაიფორმა. ისე კი, პოლონეთის ნაკრებმა მასპინძლები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია მომხდარის გამო ფიფასგან სანქციას მიიღებს.
Firecracker exploded right next to Lewandowski during Romania vs Poland game tonight.pic.twitter.com/qBe9fCItuY
— When Sunday Comes (@wscsm1) 11 November 2016