ლევანდოვსკი: „რეალს“ ჩემი შეძენა სურდა, თუმცა „ბაიერნი“ პირველ ადგილზე დავაყენე“

თარიღი: მაისი 29, 2014

თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც „დორტმუნდის ბორუსიადან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მისთვის ოპტიმალური იყო.

„როდესაც „რეალის“ დონის კლუბი შენით ინტერესდება, რა თქმა უნდა, გიხარია. თუმცა „ბაიერნი“ ჩემთვის პირველ ადგილზე იყო.

კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასალახად ეს კლუბი იდეალურია. ადაპტაციისთვის დრო არც დამჭირდება, რადგან გერმანული ენა ვიცი და ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება მაქვს, რაც, იმედია, გამომადგება.

დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებ და „ბაიერნს“ გაცილებით მეტ ტიტულს მოვაგებინებ“, – განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მსგავსი სიახლეები