ლევანდოვსკიმ გუნდის კარგად გაცნობა მოასწრო
მიუნხენის „ბაიერნის“ ახალწვეულის რობერტ ლევანდოვსკის თქმით, გუნდს იგი უკვე კარგად გაეცნო.
„გუნდსა და ფეხბურთელთა უმეტესობას საკმაოდ კარგად გავეცანი, თანაც, ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია. ამიტომ აქ არსებული სიტუაცია დორტმუნდში პირველი დღეების სიტუაციისგან განსხვავდება.
შემდეგი საკონტროლო მატჩისთვის (ექვს აგვისტოს მიუნხენელები MLS-ის ვარსკვლავებს შეხვდებიან) ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებიც შემოგვიერთდებიან და ყველას ერთად მუშაობის საშუალება გვექნება.
მწვრთნელს ვესაუბრე იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შემიძლია. მე არ ვარ კლასიკური ფორვარდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში გადაცემას ელოდება. გუნდურ თამაშში მონაწილეობის მიღება უფრო მომწონს. ჩემთვის უმნიშვნელოა, გავიტან თუ არა. მთავარია, გუნდმა გაიმარჯვოს“, – განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.