ლევანდოვსკიმ კლოპთან დადებული სანაძლეო გაიხსენა
რობერტ ლევანდოვსკიმ პრესასთან საუბრისას დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში ყოფნისას რობერტმა თავი 187 მატჩში გატანილი 103 გოლით გამოიჩინა და შემდეგ “ბაიერნში” გადაბარგდა.
“როდესაც “დორტმუნდში” მივედი, გერმანული ძალიან ცუდად ვიცოდი. მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცოდი გერმანულ ენაზე – დანქე [მადლობა]. ძალიან წვიმიანი და ნაცრისფერი ამინდები იყო. კლოპის ვარჯიშები კი ძალიან მაღალი ინტენსიურობით ტარდებოდა.
ძალიან მინდოდა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება და იურგენმა სანაძლეო შემომთავაზა. თუ ვარჯიშის სესიებზე 10 გოლს გავიტანდი, ჩემთვის 50 ევრო უნდა მოეცა. თუ ამას ვერ მოვახერხებდი, მე უნდა მიმეცა 50 ევრო.
თავდაპირველად, სულ მე ვაგებდი და თანხასაც ვაძლევდი. ის იცინოდა. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. მე ვიყავი ის, ვინც თანხას აგროვებდა.
ასე რომ, ერთ დღს კლოპმა მითხრა – შეჩერდი! საკმარისია. უკვე მზად ხარ,” – აცხადებს პოლონელი სუპერვარსკვლავი.