ლევანდოვსკის დუბლმა “ბაიერნი” შინ “ჰერტასთან” მარცხს გადაარჩინა (ვიდეო)
16 ივლისს სტარტი აიღო გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის, ბუნდესლიგის, 2019/20 წლების გათამაშებამ. ჩემპიონატი ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, მიუნხენის “ბაიერნმა” გახსნა ბერლინის “ჰერტასთან” მატჩით.
გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის “ბორუსიასთან” განცდილი მტკივნეული მარცხის (0-2) შემდეგ, “რეკორდმაისტერს” გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისთვის მხოლოდ მოგება სჭირდებოდა.
ანგარიში შეხვედრის 24-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სერჟ გნაბრის მიერ საჯარიმოში გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას რობერტ ლევანდოვსკი გამოეხმაურა. 36-ე წუთზე ლუკებაკიოს შორეული დარტყმის შედეგად ბურთი მანუელ ნოიერის ბადეში გაეხვა. ორიოდე წუთის შემდეგ ისიპევიჩმა მარკო გრუიჩი ერთი-ერთზე გაიყვანა მეკარესთან და მასაც არ გასჭირვებია მეტოქის კარის აღება – 1:2.
შეხვედრის მეორე ტაიმში “რეკორდმაისტერმა” ტოტალური უპირატესობა მოიპოვა. შედეგად, მეტოქე გუნდის მცველებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და ლევანდოვსკის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად სწორედ პოლონელმა ფორვარდმა გარდასახა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.
ასე, რომ “ბაიერნმა” საშინაო შეხვედრაში გამარჯვება ვერ შეძლო. მომდევნო ტურში ნიკო კოვაჩის გუნდი “შალკეს” ეწვევა, “ჰერტა” კი “ვოლფსბურგს” მიიღებს.