WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (452707) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ლევანდოვსკის პირველი კომენტარი გერდ მიულერის რეკორდის დამხობის შემდეგ

თარიღი: მაისი 22, 2021

მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის 34-ე ტურში “აუგსბურგი” ანგარიშით 5:2 გაანადგურა. მატჩის ბოლო წამებზე თავისი გოლი გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რითიც ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო – ბუნდესლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი (41) ახლა უკვე სწორედ პოლონელი შემტევის ანგარიშზეა.

“მინდა ეს გოლი დედაჩემს მივუძღვნა, დღეს მისი დაბადების დღეა. ეს რაღაც განსაკუთრებული და ისტორიული მომენტია ჩემთვის.

ამ რეკორდის დამხობაზე არც კი მიოცნებია. მეგონა, რომ 34 მატჩში 40 გოლის გატანა შეუძლებელი რამ იყო. თანაც, მე 29 მატჩი ჩავატარე. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს შევძელი.

მატჩის მიმდინარეობისას ვიცინოდი, არ ვიცოდი, თუ რატომ ვერ ვახერხებდი გოლის გატანას. ბოლო კი გავიტანე, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბედნიერი ვარ და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩემ თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს,” – აცხადებს ლევანდოვსკი.



მსგავსი სიახლეები