ლიაპორტი: “ფეხბურთელი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, ადამიანი”
15 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მანჩესტერ სიტი” “ლიონს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
“ლიონის” მეორე გოლის მომენტში, აუარის პასის შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ტოკო-ეკამბიმ ბურთი გაატარა, რის შემდეგაც მუსა დემბელე ერთი-ერთზე დარჩა და გოლი გაიტანა. იქამდე, სანამ დემბელე ბურთს მიიღებდა, “სიტის” მცველი ემერიკ ლიაპორტი წაიქცა. მანჩესტერელთა ფეხბურთელს პრეტენზია სწორედ ამ ეპიზოდზე აქვს.
ლიაპორტი თვლის, რომ სანამ დემბელე ერთი-ერთზე დარჩებოდა, “ლიონის” თავდამსხმელმა თამაშის წესი დაარღვია. ეს მომენტი BT Sports-ის სტუდიაშიც განიხილეს, სადაც რიო ფერდინანდმა დარწმუნებით თქვა, რომ აქ არბიტრს თამაშის წესების დარღვევა უნდა დაეფიქსირებინა.
Can't say @rioferdy5 is a big City fan, is he ? Still that's what I got sent tonight… pic.twitter.com/DZkJhMYsNv
— Aymeric Laporte (@Laporte) August 15, 2020
“არ დავმალავ, ფეხბურთელი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, კაცი. ჩვენ, ყველამ, ამ მატჩში შეცდომები დავუშვით და მეც გუნდის ცუდ თამაშზე პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ვიდეორეფერის დახმარებით, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩემთვის რთულად მისაღებია”, – წერს ლიაპორტი Twitter-ში.
Just to be clear: I will not hide, I'm a football player but a man foremost, we all made mistakes in this game, and I also take my responsability for the bad team performance tonight. But this decision is hard to accept, especially in a crucial qualifier AND with the help of VAR
— Aymeric Laporte (@Laporte) August 15, 2020