ლიდერების უხვგოლიანი
პორტუ-ალეგრიში გამართული F ჯგუფის ლიდერების შეხვედრა უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა.
არგენტინის და ნიგერიის ნაკრებების მატჩი პირველივე წუთებიდან შეტევებით დაიწყო და მაყურებელმა ორი სწრაფი გოლი იხილა. მესამე წუთზე არგიენტინელები მესიმ დააწინაურა, თუმცა პირველივე საპასუხო შეტევაში აჰმედ მუსამა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
როგორც ხშირად ხდება, სწრაფი გოლები მატჩის დინამიკაზე მოქმედებს, თუმცა გუშინდელი შეხვედრა გამონაკლისი იყო. საბელას შეგირდებმა შეუტიეს და ნიგერიის დაცვას მოსვენებას არ აძლევდნენ განსაკუთრებით დი მარია და მესი აქტიურობდნენ. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე არგენტინელთა კაპიტანს ჯარიმი შესრულების საშუალება მიეცა, რომელიც მან ჩინებულად გამოიყენა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც აჰმედ მუსამ კიდევ ერთხელ შესძლო ანგარიშის გათანაბრება. ნიგერიელებმა არგენტინის დაცვის შეცდომის ისარგებლეს. ამით მესი-მუსას დუელი დასრულდა და მალევე როხომ კვლავ დააწინაურა არგენტინელები.
მატჩის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო, ბევრი იყო საგოლე მომენტებიც. ძირითიადად არგენტინელების შესრულებით, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. არგენტინა და ნიგერია მუნდიალზე ასპარეზობას აგრძელებენ.
გოლები: მესი 3′ (0:1); მუსა 4′ (1:1); მესი 45′ (1:2); მუსა 48′ (2:2); როხო 51′ (2:3);