ლიდერებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: დეკემბერი 9, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 2 მატჩი გაიმართა. „აკადემიამ“ დაძაბულ ბრძოლაში შესუსტებულ „მაკაბის“ სძლია, ხოლო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „ოლიმპმა“ „ქუთაისს“ იოლად მოუგო.

„მაკაბს“ აკლდა გამორჩეული ლიდერი, მაიზერ რევაზაშვილი. გუნდს არ ახლდნენ არც პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი – ჯამლეტ ხუხაშვილი და მიხეილ ხუხაშვილი. „მაკაბი“  ტურნირის ერთ-ერთ ლიდერთან სათამაშოდ ახალგაზრდა ლაშა ელბაქიძემ გამოიყვანა და ცოტაც რომ გამართლებოდა, გაიმარჯვებდა კიდეც.

„მაკაბის“ მოთამაშეები სამაგალითოდ იბრძოდნენ და მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ კიდეც. იყო ეპიზოდი, როცა მაკაბელები 13 ქულით დაწინაურდნენ – ეს მესამე პერიოდის მე-3 წუთზე მოხდა, როცა ელბაქიძის გუნდი 47:34 გალიდერდა. შესანიშნავად თამაშობდა მაკაბელი თორნიკე გოგელაშვილი, რომელმაც საბოლოოდ 21 ქულა, 13 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

ბოლო პერიოდი მაკაბელთა 8-ქულიანი უპირატესობით დაიწყო და „აკადემიაც“ ამოქმედდა. საიმედო დაცვითი თამაშითა და სწრაფი შეტევებით აკადემიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი წინაც გავიდნენ. გელა წულაძის გუნდმა 15:0 გაქცევა მოაწყო და 7 ქულით ჩამორჩენა 8-ქულიან ლიდერობად აქცია. „მაკაბი“ გატყდა და გამარჯვებაც აკადემიელებს დარჩათ.

აკადემიელებს 30 ქულითა და 12 მოხსნით ბექა დარახველიძემ ულიდერა, 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ნიკა ღურწკაიამ, ხოლო თენგო ხუციშვილმა პირად ანგარიშზე 11 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.

მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. „ოლიმპმა“ 40 ქულის სხვაობით დაამარცხა „ქუთაისი“. შეხვედრის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ლევან ქარაბაკისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა „ოლიმპელებმა 59:40 მოიგო.

გამარჯვებულებს 20 ქულით და 11 მოხსნით არჩილ პულუზაშვილმა ულიდერა. 19 ქულა მიითვალა ქუთაისის საკალათბურთო სკოლის აღზრდილმა უჩა გამრეკლიძემ, კახა ტომარაძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გიორგი გუმბერიძე გახდა, რატი ნუცუბიძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 13 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

ჩემპიონატის კიდევ 2 მატჩს უმასპინძლებს ხვალ საკალათბურთო აკადემია. „სოხუმი’’ „მაკაბის“ შეხვდება, ხოლო „მგზავრები-არმია“ – „რუსთავს’’.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მაქაბი – აკადემია  76:83

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია შეუსვენებლად თამაშები, ვარჯიშები და გადაღლილები ვართ. ეს დღესაც გამოჩნდა, თუმცა კლასის ხარჯზე, საბოლოოდ, მაინც მოვახერხეთ მოგება. ძალიან ბევრი შეცდომები იყო და ამას დაღლილობას ვაბრალებ. გამარჯვება ყველა შემთხვევაში სასიხარულოა და მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ.

 

ოლიმპი – ქუთაისი  106:66

ირაკლი მაისურაძე(,,ოლიმპის’’  მწვრთნელი): იოლ გამარჯვებას არ ველოდით, რადგან ,,ქუთაისს’’ ყოველთვის მებრძოლი გუნდი ჰყავს. სასიხარულოა, რომ მოვიგეთ, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, სხვა გეგმები და მონახაზები მქონდა. პარასკევს გასვლითი თამაში გვაქვს ისევ ,,ქუთაისთან’’ და იმედია, ჩვენი ბიჭები შეძლებენ და იმავე შედეგს აჩვენებენ.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): საწყენია, რომ ასეთი დიდი ანგარიშით დავმარცხდით, თუმცა ,,ოლიმპი’’ ძალიან ძლიერი გუნდია, ძირითადი მოთამაშეები სუპერლიგაშიც ასპარეზობენ და ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს. იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი გუნდია, 66 ქულის ჩაგდება ასეთი მოწინააღმდეგისთვის მაინც კარგი რეზულტატია. გვაკლია მოთამაშეები, 2 მოთამაშე ტრავმის შემდეგ დღეს პირველად გამოვიდა მოედანზე. მე, როგორც მწვრთნელი, ვხედავ ჩემს გუნდში პოტენციალს და მინდა, რომ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. 2 დღეში საპასუხო შეხვედრას ვითამაშებთ ქუთაისში და შევეცდებით, ბევრად კარგად ვიასპარეზოთ.

u-20.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ქართველი კაცი საქართველოს სახელით რომ გამოდის, ძალიან საშიში კაცი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ინსტაგრამ გვერდ unguarded_bball-თან იმ ფაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოეხმაურა ჯიმი ბატლერი გერმანიის ბუნდესლიგის განახლებას (ფოტო)

16 მაისს გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან პირველია, რომელმაც კორონავირუსის ეპოქაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანასტასია სიდორაკი – ულამაზესი კალათბურთელი უკრაინიდან (ფოტო)

ანასტასია სიდორაკი უკრაინელი კალათბურთელია, რომელიც “ფრანკოვსკას” რიგებში თამაშობს. იხილეთ მისი ფოტოები...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “რეალში” ტრანსფერს უახლოვდება

ესპანური გამოცემები ბოლო დროს აქტიურად იწერებიან “ბასკონიას” ქართველი ვარსკვლავის, თორნიკე შენგელიას, შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ქართველი...
წაკითხვა
კალათბურთი

ტონი პარკერი 2023 წელს ფრანგული საფეხბურთო გრანდის პრეზიდენტი გახდება

“სან-ანტონიო სპურსისა” და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ ტონი პარკერს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. როგორც […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ვან დეიკი ლებრონ ჯეიმსის პოსტს გამოეხმაურა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სეზონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილი სპორტსმენები მძიმე ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ (ფოტო)

რონალდო (ფეხბურთელი) რაიან მეისონი (ფეხბურთელი) ლინდსი ვონი (სამთო მოთხილამურე) ანხელ კორეა (ფეხბურთელი) ხუანფრანი (ფეხბურთელი) ფელიპე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფაჩულია ბითაძეს: “შენ ამას 100 წელი არ იტყვი, ამიტომ შენ მაგივრად მე ვიტყვი…&#

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში “ინდიანა პეისერსის” ცენტრ გოგა ბითაძესთან [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

Covid-19 ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს, თუმცა სპორტსმენი ვინაობას არ ასახელებს. როგორც [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა. NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბებერი ლომი” – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია სახალისო გამოწვევაშ

კორონავირუსის გამო, სპორტსმენებს ვარჯიში სახლის პირობებში უწევთ. სახლში ვარჯიშით შემოიფარგლება თორნიკე შენგელიაც, რომელმაც აზიდვები შვილებთან [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

NBA-ის ვარსკვლავს, “ბრუკლინ ნეტსის” კალათბურთელ კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 31 წლის სპორტსმენი “ბრუკლინ ნეტსის” იმ...
წაკითხვა