“ლიდსი” მატჩის შემდეგ – “სუპერ ლიგის “მერსესაიდული წითელი” შევაჩერეთ”
“ლიდს იუნაიტედის” პრეს-სამსახურმა “ლივერპულთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საინტერესო და ხმაურიანი განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში ანგარიში სადიო მანემ გახსნა 31-ე წუთზე, რასაც 87-ე წუთზე დიეგო ლორენტეს მიერ გატანილი გამათანაბრებელი გოლი მოყვა.
“სუპერ ლიგის გუნდი “მერსესაიდული წითელი” შევაჩერეთ ლორენტეს გოლის დახმარებით,” – ვკითხულობთ “ლიდსის” მიერ ტვიტერში გაკეთებულ განცხადებაში.
19 აპრილს ევროპის თორმეტმა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნა. გუშინ “ლიდსის” ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ წარწერით – “დაიმსახურე” და “ფეხბურთი არის ფანებისთვის”.
რაც შეეხება “მერსესაიდულ წითელს”, ეს არის “ლივერპულის” დასახელება სათამაშო სერია Pro Evolution Soccer-ში.
FULL TIME: #LUFC hold Super League side Merseyside Reds to a 1-1 draw after late Llorente equaliser
— Leeds United (@LUFC) April 19, 2021