“ლიდსს” ალვარო პერეირა სურს
ინგლისურ კლუბს “ინტერის” მცველის ალვარო პერეირას გადაბირება სურს. ლიდსელებს პერეირას ყიდვა ჯერ კიდევ ინავარში სურდათ, თუმცა ჩემპიონშიპის ბინადარს არგენტინულმა “ესტუდიანტესმა” დაასწრო.
“ლიდსის” მფლობელ მასიმო ჩელინო პერეირათი კვლავ ყოფილა დაინტერესებული და ტრანსფერის განხორციელებას უკვე მიმდინარე ფანჯრის დროს ეცდება.
29 წლის პერეირას “მირამარში”, “კილმესში”, “არხენტინოს ხუნიორსში”, “კლუჟში”, “პორტუში” და “სან პაულუში” უთამაშია.
“ინტერთან” მისი მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული.