ლიხტენშტაინის 18-კაციანი განაცხადი
როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2014 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 მარტს, ლიხტენშტაინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
ჩვენი მეტოქე თბილისში 4 მარტს, გამთენიას ჩამოვა. სტუმრები სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან და ამავე საღამოს, 18:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. მათი 18-კაციანი განაცხადი კი, ასეთია:
მეკარეები: პეტერ იელე (FC Vaduz), ჩენგიზ ბიცერი (Mersin Idman Yurdu)
მცველები: ფრანც ბურგმეიერი (FC Vaduz), მარიო ფრიკი (FC Balzers), ოლქაი გიური (Gaziantep Buyuksehir Belediyespor), დანიელ კაუფმანი (FC Vaduz), დომენიკო მაკრი (FC Balzers), ივეს ოჰრი (YF Juventus), მარტინ სტოკლასა (FC St. Gallen)
ნახევარმცველები: ანდრეას კრისტენი (FC Balzers), ბურაკ ერისი (FC Balzers), რობინ გუბსერი (FC Balzers), ნიკოლას ჰასლერი (FC Vaduz), მიშელ პოლვერინო (Wolfsberger AC), სანდრო ვოლფინგერი (Chur 97)
თავდამსხმელები: მარტინ ბუჩელი (FC Unterfohring), ფილიპ ერნე (SC Pfullendorf), სეიჰან ილდიზი (FC Balzers)
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლიხტენშტაინის ამხანაგური მატჩი 5 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 3 ლარი ეღირება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით შეძლებთ.
სფფ-ის პრესსამსახური