“ლილს” საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში დაქვეითება ემუქრება
საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ლილი” დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და შესაძლოა, ამის გამო ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესის წამყვანი გამოცემები ავრცელებენ.
ფრანგული კლუბების ფინანსურ მდგომარეობებს მართვის ნაციონალური დირექტორატი აკვირდება. ამ ორგანოს დირექტორის ცნობით, “ლილს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ეძლევა ვადა, რომ ფინანსურად ყოველი დეტალი მოწესრიგდეს.
როგორც იცით, გასული წლის დეკემბერში გარკვეული დარღვევები აღმოჩენის გამო, “ლილს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობის უფლება შეუზღუდეს, რის გამოც ფრანგებმა ვერც გაძლიერება და ვერც უარყოფითი ფინანსური ანგარიშის ბალანსირება შეძლეს.
ამჟამად “ლილი” მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, მარსელო ბიელსასთან, რომელიც კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 19-მილიონიან ხელფასს ითხოვს.