ლინ ჯონსი: “სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ ქართველებს კონტაქტურ ბრძოლაში…

თარიღი: მარტი 20, 2021

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში “ბორჯღალოსნებმა” რუსები კალილინგრადში 23:6 დაამარცხეს.

“მეტოქე ჩვენზე ცოტათი ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოვუმატეთ, ქართველები თავს კარგად იცავდნენ. რთული იყო მათი წნეხში მოქცევა. ვიკტორ გრესევის არყოფნამ დიდი როლი ითამაშა. საქართველოსთან თამაში, როგორც ყოველთვის, რთულია. დღეს ცოტათი დაბნეულები ვიყავით, რამაც არ მოგვცა საშუალება, რომ მეტოქის მხრიდან წნეხისთვის თავი აგვერიდებინა.

ქართველები თავიანთ გეგმას ასრულებდნენ. მათ იციან, როგორ იმუშაონ შეტევის დროს. გარკვეულ მონაკვეთებში თავი კარგად დავიცავით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მთელი მატჩის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. ველოდით, რომ თანაბარი თამაში იქნებოდა, თუმცა ასე არ გამოვიდა.

სამი თვის განმავლობაში შეკრებები გვქონდა, ყველა მოთამაშე გარკვეულ ასპექტებში უკეთესი გახდა. თუმცა, სანამ არ ვისწავლით, როგორ ვაჯობოთ საქართველოს ნაკრებს კონტაქტურ ბრძოლაში, ჩვენთვის ყველაფერი ძალიან რთული იქნება. ქართველები ბიჭები ჯანმრთელი და ძლიერები არიან, ამიტომ მათ შესაბამისად უნდა უპასუხო. განვითარება უნდა განვაგრძოთ და გამარჯვებებიც მოვა.

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჯგუფში მეორე ან მესამე ადგილი დავიკავოთ. ტურნირი რუსეთის ნაკრებისთვის რუმინეთთან კარგი გამარჯვებით დაიწყო. დღეს, მინდოდა, რომ თუ ვერ მოვიგებდით, ბონუს ქულა მაინც მოგვეპოვებინა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა”, – განაცხადა ლინ ჯონსმა.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირმა ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ...
წაკითხვა
რაგბი

ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Netwerk 24-ის ცნობით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ...
წაკითხვა
რაგბი

ქართველმა და ურუგვაელმა მორაგბეებმა ქართული სიმღერა ერთად შეასრულეს (ვიდეო)

3 ივლისს, U20 საერთაშორისო სერიის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 20:8 დაამარცხა და სამხრეთ […]...
წაკითხვა
რაგბი

‘იმედი მაქვს, ქართველმა მორაგბეებმა იამაყეს’ – სამხრეთ აფრიკელი მომღერლი

2 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 40:9 დამარცხდა. მატჩის დაწყების წინ […]...
წაკითხვა
რაგბი

სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა საქართველოს ჰიმნი შესანიშნავად შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაა...
წაკითხვა
რაგბი

ლეგენდარული მამუკა გორგოძის დასაფასებელი საქციელი თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

სოციალურ ქსელის მომხმარებელი დავით მიქაბერიძე თბილისის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ლეგენდარულმა ქართველმა […]...
წაკითხვა
რაგბი

ლიეტუვას რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ირმანტას კუკულსკისმა საქართველოს რაგბის კავშირს წერილი გამოუგზავნა, რომელი ბოლო დღეებში მომხდარს […]...
წაკითხვა
რაგბი

“ეს იყო ჩვეულებრივი თავხედობა” – ბაჩო ხურციძის პასუხი ლიეტუვის რაგბის ფე

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ ლიეტუვის რაგბის ფედერაციას უპასუხა. როგორც იცით, ლიეტუვის რაგბის კავშირის […]...
წაკითხვა
რაგბი

“ყველაზე დიდი უპატივცემულობა” – ლიეტუვის 7-კაცა ნაკრებს თბილისის აეროპორ

ლიეტუვის 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები თბილისში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ჩამოვიდა, მაგრამ დაგეგმილი ექვსივე შეხვედრა გაუქმდა. ამის […]...
წაკითხვა
რაგბი

ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდისთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან ორი ტესტ-მატჩს გამართავს. შეხვედრები 3 […]...
წაკითხვა
რაგბი

ორმა ქართველმა მორაგბემ “ლიონთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ორი წევრი – ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის ერთ-ერთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გიორგი, ველოდებით შენს დაბრუნებას!” – ემოციური მიმართვა ჩაკვეტაძეს (ვიდ

სოციალურ ქსელში Sport Fans-ის მიერ დამზადებული ვიდეოკლიპი გავრცელდა. ცნობილი ქართველი სპორტსმენები და ხელოვანები ბელგიური “გენტის” [&helli...
წაკითხვა