ლინეკერი: “მოურინიო იმდენად ძლიერია, რომ ერთ დღეს ორი ტიტული მოიგო”
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა სოციალური ქსელის მეშვეობით დარწმუნებით გამოაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებას ლონდონის “ჩელსი” მოიგებს.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი სატურინირო ცხრილს 60 ქულით ლიდერობს, მისი მადევარი “მანჩესტერ სიტი” კი 27-ე ტურში “ლივერპულთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა, გუშინ “ჩელსიმ” ინგლისის ლიგის თასის ფინალში თანაქალაქელი “ტოტენჰემ ჰოთსპური” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
“ვულოცავ “ჩელსის”. მოურინიო იმდენად ძლიერია, რომ ლიგის თასიც და ინგლისის ჩემპიონატიც ერთ დღეს მოიგო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლინეკერმა.