ლინეკერი: “ნაკრებში ელერდაისის შედეგს ვერავინ ვერასდროს გააუმჯობესებს”

თარიღი: სექტემბერი 28, 2016

ცნობილი ტელეწამყვანი გარი ლინეკერი ირონიულად გამოეხმაურა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სემ ელერდაისის გათავისუფლებას.

“სემ ელერდაისმა ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტი დაკარგა. ვერავინ ვერასდროს გააუმჯობესებს ეროვნულ გუნდში მისი გამარჯვებების პროცენტულ მაჩვენებელს”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა სემ ელერდაისის ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც სლოვაკეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები