ლინეკერი: “წარმოიდგინეთ, რა ეღირებოდა უოკერი, მას რომ ჩაწოდება სცოდნოდა”
ინგლისის ნაკრების, “ლესტერისა” და “ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი კაილ უოკერის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ “ქალაქელებმა” “ტოტენჰემს” უოკერის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადეს, რითაც ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. ლინეკერის აზრით, 27 წლის ფეხბურთელი ამდენი არ ღირს.
“მარჯვენა მცველი, კაილ უოკერი, მასში 50 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდის შემდეგ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ეღირებოდა ის, ჩაწოდება რომ სცოდნოდა”, – წერს ლინეკერი Twitter-ში.
Fullback, Kyle Walker becomes the world's most expensive defender at £50m plus. Imagine how much he would cost if he could cross the ball.
— Gary Lineker (@GaryLineker) July 14, 2017