ლინეკერი: “ვარჯიშს ვიწყებ, რათა საცვლის ამარა პირდაპირ ეთერში კარგად გამოვჩნდე”
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად პოპულარულმა სატელევიზიო წამყვანმა გარი ლინეკერმა თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდო. გასული წლის დეკემბრის თვეში ინგლისელმა თქვა, რომ თუ პრემიერლიგის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” გახდება, იგი გადაცემა “Match of the day”-ს მომდევნო სეზონის პირველ გამოშვებას საცვლის ამარა წაიყვანს. “მელიები” გაჩემპიონებასთან ახლოს არიან. გუნდს ტურნირის მოსაგებად მიმდინარე გათამაშებაში დარჩენილ სამი მატჩში ერთი გამარჯვებაც ჰყოფნით.
“შევეცადე, რომ ჩემი ეს განცხადება რამენაირად თავიდან ამერიდებინა. ტელეარხის ხელმძღვანელობას მივმართე: “გთხოვთ, მითხარით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება”. როდესაც ამ სტატუს ვწერდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ “ლესტერი” ჩემპიონი გახდებოდა.
ჩემი ასაკის გათვალისწინებით, მაინც კარგ ფორმაში ვარ. სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშსაც დავიწყებ, რათა საცვლის ამარა ტელეეკრანებზე კარგად წარმოვჩინდე”, – აღნიშნა ლინეკერმა “რადიო თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.