ლინეკერის ვაჟი აფრიკაში ყოფნისას სიკვდილს ძლივს გადაურჩა
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, გარი ლინეკერი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი ვაჟი აფრიკაში მომხდარ საფეხბურთო ამბოხებას ძლივს გადაურჩა.
როგორც ცნობილი ხდება, ლინეკერის 25 წლის ვაჟი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (სიერა ლეონე Vs ლიბერია) გადასაღებად იმყოფებოდა აფრიკაში.
ლიბერიამ პირველ შეხვედრაში 3-1 იმარჯვა. სიერა ლეონე კვირის შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით იგებდა, როდესაც ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უმნიშვნელოვანესი პენალტი გააფუჭა შეხვედრის ბოლო წუთებზე.
ამ შედეგმა სტადიონზე დიდი არეულობა გამოიწვია – ფანები მოედანზე შეცვივდნენ და ქვების სროლა დაიწყეს.
“თქვენ იცნობთ ჩემ ჰარის, რომელიც პროდიუსერი გახლავთ. ის ფიფას მატჩის გასაშუქებად რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა სიერა ლეონეში.
მატჩის შემდეგ ჩემი ვაჟი გასახდელში იყო შესული ზეიმის გადასაღებად. ჰარი გადამღებთან და ერთ დამხმარესთან ერთად იყო, თუმცა არეულობის შემდეგ ერთმანეთი დაკარგეს.
ჰარი გვირაბში შედიოდა, როდესაც 50-60 ფანი მისდევდა. ტანსაცმელები შემოახიეს და რაც კი ჰქონდა ყველაფერი წაართვეს. როგორც მან მითხრა, რამდენიმე მათგანი დანებითაც იყო შეიარაღებული და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ახლა ის კარგად არის და უკან ბრუნდება,” – აცხადებს ლინეკერი.