ლინეკერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაასაახელა

თარიღი: ივლისი 15, 2018

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად “ბიბისის” ექსპერტმა, გარი ლინეკებმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ნგოლო კანტეა.

ლინეკერის აზრით, კანტე ორ ფეხბურთელს უდრის და როცა ის მოედანზე, საფრანგეთის ნაკრები 12 ფეხბურთელით თამაშობს.

“ჩემთვის, ნგოლო კანტე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. ის იმ მოთამაშეთა რიგებში არ შედის, ვისზეც ბევრს ვსაუბრობთ. როცა კანტე თამაშობს, საფრანგეთის ნაკრები მოედანზე 12 კაცითაა გასული. ის ორ ნახევარმცველს უდრის… ყველგანაა”, – უთხრა ლინეკერმა L’Equipe-ს.

მსგავსი სიახლეები