ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს დროებით ჩამოშორდა
არგენტინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თამაშზე დროებით უარი თქვა. TNT Sports-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი 2018 წელს არგენტინის ნაკრების მაისურს აღარ მოიგებს.
როგორც ირკვევა, მესი სექტემბერში კოლუმბიისა და გვატემალას ნაკრებების წინააღმდეგ არ ითამაშებს, ოქტომბერში კი ბრაზილიელებთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ჯერ-ჯერობით, არც ისაა გარკვეული, ითამაშებს თუ არა “ბარსელონას” შემტევი 2019 წლის კოპა ამერიკაზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, არგენტინის ნაკრებში სიტუაცია ვერც ხორხე სამპაოლის წასვლის შემდეგ დალაგდა.