ლიონელ მესი და “მანჩესტერ სიტი” ხელფასზე შეთანხმდნენ

თარიღი: სექტემბერი 2, 2020

ბრიტანული გამოცემა Daily Record-ის ცნობით, ლიონელ მესი “მანჩესტერ სიტის” ფინანსურ საკითხებზე უკვე შეუთანხმდა.

“სიტიმ” 33 წლის სუპერვარსკვლავს წლიურად 140 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესი ხუთ წელში 700 მილიონს მიიღებს. ამ ხუთი წლიდან, არგენტინელი სამს “მანჩესტერ სიტიში” გაატარებს, რის შემდეგაც “ნიუ იორკ სიტიში” გადავა.

როგორც იცით, მესი “ბარსელონასთან” ერთად აღარ ვარჯიშობს. მას კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია. “ბარსელონა” მასში გამოსასყიდი თანხის (700 მილიონი ევროს) სრულად მიღებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები