ლიონელ მესიმ ალფონსო დეივისს მაისური არ გაუცვალა
მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მატჩის დასრულების შემდეგ მან ლიონელ მესის მაისურის გაცვლა სთხოვა, თუმცა არგენტინელმა მას ეს თხოვნა არ შეუსრულა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალში “ბაიერნმა” “ბარსელონა” 8:2 დაამარცხა. გუშინ, ტურნირის ნახევარფინალში ბავარიელებმა “ლიონთან” 3:0 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
“მესის მაისური ვთხოვე, მაგრამ ვფიქრობ, ის ცოტათი ნაწყენი იყო. იმედი მაქვს, სხვა დროს, ეს შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა 19 წლის ფეხბურთელმა “ლიონთან” გამარჯვების შემდეგ.
Alphonso Davies: "I asked for Messi's shirt but he was too upset (he didn't give)."
If this was Ronaldo you would be seeing this everywhere by now pic.twitter.com/frbxpv2eCk
— CR7 Rap Rhymes (@cr7raprhymes) August 19, 2020