ლიონელ მესიმ საკუთარი რეკორდი დაამხო
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ალავესს” ანგარიშით, 6-1 სძლია. პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც მე-20, 59-ე, 62-ე და 87-ე წუთებზე აიღო მარკო დმიტროვიჩის კარი.
საგულისხმოა, რომ ლეოს გუშინდელი შეხვედრის შემდეგგ, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ შეხვედრაში ცხრა გოლი დაუგროვდა. მან ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში დაამყარა. მაშინ არგენტინელმა პირველ ხუთ მატჩში რვაჯერ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა.
ხოლო, მესის პირადი რეკორდი ყველა დროის საუკეთესო შედეგი არაა. საწყის ხუთ შეხვედრაში ათი გოლის გატანა პრუდენმა, მარსელინო კამპანალმა და პაჰინომ შორეულ წარსულში მოახერხეს.