ლიონელ მესის “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან შელაპარაკება მოუვიდა

თარიღი: ნოემბერი 2, 2016

ესპენურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტისთან” დამარცხების შემდეგ, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის “სიტის” ერთ-ერთ ფეხბურთელთან შელაპარაკება მოუვიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდა 29 წლის თავდამსხმელი.

Marca-სა და Mundo Deportivo-ს ცნობით, გასახდელისაკენ მიმავალ გზაზე მესიმ მასპინძელთა ერთ-ერთ ფეხბურთელს “გიჟი” უწოდა. როგორც ირკვევა, არგენტინელი ძალიან გაბრაზებული იყო და მისი დამშვიდება სერხიო აგუერომ მოახერხა, რომელთანაც ის მეგობრობს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები