ლიონელ მესის პირველი კომენტარი ისლანდიასთან მატჩის შემდეგ
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პრიველი ტურის შეხვედრაში არგენტინამ და ისლანდიამ ფრე, 1-1 ითამაშეს. საგულისხმოა, რომ სამხრეთამერიკელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა და გუნდს გამარჯვების გოლის გატანით, პირველი სამი ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა.
“ბლაგურნას” ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ამ შედეგის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დამწუხრებული ვარ თერთმეტმეტრიანის გაცუდების გამო. გვინდოდა, მოგებით დაგვეწყო, რადგან ეს ძალიან დაგვამშვიდებდა. იდეა ისევ იგივეა: მოვიგოთ დარჩენილი ორი შეხვედრა. მეტი დავიმსახურეთ. მეტოქის ხაზებს შორის სივრცეებს ვერ ვპოლუბდით. მეორე ნახევარში კი, ისლანდია საერთოდ სხვანაირად თამაშობდა. ისინი გვიცდიდნენ. ორი მატჩი დარჩა. ვფიქრობ, ხორვატიასთან რთული დაპირისპირება გველის იქიდან გამომდინარე, რასაც ეს ნაკრები წარმოადგენს. ისინი დაცვაში მჭიდროდ თამაშობენ და ერთი მოძრაობით თამაშის შეცვლა შეუძლიათ,” – ამბობს არგენტინელი.