ლიონელ მესის საიუბილეო გამარჯვება

თარიღი: თებერვალი 26, 2017

დღეს “ლა ლიგის” 24-ე ტურის მატჩში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ.

საგულისხმოა, რომ ეს მოგება არგენტინელისთვის “ბარსელონას” რიგებში ყველა ტურნირზე რიგით მეოთხასე იყო. ისე კი, “ბლაგურნას” “ათიანს” ამ გუნდის მაისურით 566 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან დარჩენილი 166 მატჩიდან 102 ფრედ ითამაშა, ხოლო 64 წააგო.

ცნობისთვის, გეტყვით, რომ ნახსენები 566 დაპირისპირებიდან, მესიმ 369 “ლა ლიგაში” ჩაატარა, 112 ჩემპიონთა ლიგაზე, 61 “კოპა დელ რეიზე”, 15 ესპანეთის სუპერ თასზე, ხუთი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ხოლო ოთხი უეფას სუპერ თასზე.

მსგავსი სიახლეები