ლიონის შვიდკაცა 7-8 ივნისი
“საქართველოს შვიდკაცა” ევროპის გრან პრის გათამაშების პირველ ეტაპზე, ლიონის ტურნირზე საასპარეზოდ მიემგზავრება.
ტურნირის ვებ გვერდი: http://www.lyonseven.fr/index.php
ტურნირის განრიგი: http://www.lyonseven.fr/competition.php#rencontre
აქ 12 გუნდი სამ ჯგუფშია განაწილებული. ჩვენი ნაკრები “ბ” ჯგუფში საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის გუნდებთან მოხვდა. “საქართველოს შვიდკაცას” თავკაცმა კახა ალანიამ საბრძოლო შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების რამდენიმე მორაგბე შეიყვანა: ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, დავით კაჭარავა, მერაბ კვირიკაშვილი და მერაბ შარიქაძე. ტურნირის ფავორიტები ინგლისი, უელსი და პორტუგალა არიან.
ზაზა ლეჟავა, საქართველოს შვიდკაცის დაცვის მწვრთნელი:
„ორიოდ კვირის წინ ამსტერდამში მოსამზადებელ ტურნირში ვიასპარეზეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ. ამის გათვალისწინებით, თავდაჯერებულები მივდივართ ლიონში. გუნდს, სამი-ოთხი მოთამაშის გარდა, თითქმის არ ვცვლით და ეს ცვლილებებიც ტრავმებით არის გამოწვეული.
„გუნდში დიდი კონკურენციაა. ბიჭები მონდომებით ირჯებიან, ყველა ცდილობს, ყველას უნდა მოხვედრა და ყველა მოტივირებულია. მოგეხსენებათ, რომ პირველი ტურნირი ყოველთის მნიშვნელოვანია – თუ კარგად დავიქოქებით, შესაბამისად კარგად გავაგრძელებთ. ჩვენ ეხლა შედეგი გვჭირდება – ამ ტურნირში ხუთეულში მოხვედრა კარგ შედეგად ჩაგვეთვლება. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გრან-პრის მომდევნო ეტაპებზე კიდევ უფრო თავისუფლად ვიგრძნოთ თავი. დანარჩენ მიზნებზე კი, მოდით, ლიონიდან დაბრუნების შემდეგ ვისაუბროთ.“
საქართველოს შვიდკაცა
1. ლაშა მალაღურაძე,
2. თედორე ზიბზიბაძე,
3. ბაჩო კოლელიშვილი,
4. დავით კაჭარავა,
5. შავლეგ მახარაშვილი,
6. ზურაბ ძნელაძე,
7. გიორგი ფრუიძე,
8. ალექსანდრე ხუციშვილი,
9. ბიძინა სამხარაძე,
10. მერაბ კვირიკაშვილი,
11. მერაბ შარიქაძე,
12. დიმიტრი კალანდაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე და ზაზა ლეჟავა
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი
ექიმი: ვახო წიკლაური
მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე
Rugby.Ge