“ლიონის” თავკაცის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება
“ლიონის” ხელმძღვანელები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სილვინიოს შემცვლელს ეძებენ. Le Parisien-ის ცნობით, “ლიონი” სამ ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი არსენ ვენგერი გახლავთ.
როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ არსენ ვენგერის აგენტს და მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა.
ვენგერის პარალელურად, ასევე აქტიურად განიხილება გუნდის ლორან ბლანისთვის ან ტიაგო მოტასთვის ჩაბარების ვარიანტებიც. შეგახსენებთ, რომ მოტამ უკვე მიიღო საკმაო გამოცდილება მწვრთნელის პოსტზე “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობის ხარჯზე.
აქვე გეტყვით, რომ გუნდის ჩაბარების სურვილს კლუბის სპორტული დირექტორი ჟუნინიო პერნამბუკანოც გამოთქვამდა, თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებას პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი აღუდგა წინ.