„ლიორისი პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეა“
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა მეკარემ პოლ რობინსონმა ლონდონური კლუბის ამჟამინდელ კარის დარაჯზე უგო ლორისზე ისაუბრა.
„თუ რამის მიღწევა გსურს, გუნდი საუკეთესო ფეხბურთელებით უნდა დააკომპლექტო. ვფიქრობ, ზაფხულში „ტოტენჰემისთვის“ ლიორისის შენარჩნება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მას პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ ვთვლი.
მის შესაძლებლობებს საკმაოდ მაღალ დონეზე შევაფასებდი. ის მცველებს შესანიშნავად ხელმძღვანელობს, რაც მას დღეს „ტოტენჰემის“ ნომერ პირველი ფეხბურთელის სტატუსს ანიჭებს“, – თვლის რობინსონი.