ლიოვი: “ბრავო “პენალტების მკვლელია” – არ გვინდა საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს”
დღეს სანკტ-პეტერბურგში, “სტადიონ კრესტოვსკიზე” კონფედერაციის თასის ფინალი შედგება. ერთმანეთს ჩილესა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
შეხვედრის წინ გერმანელთა მთავარა მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩილეს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. პორტუგალიის წინააღმდეგ ისინი უშეცდომოები იყვნენ. კლაუდიო ბრავო მათ ძალიან დაეხმარათ. ის “პენალტების მკვლელია”. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. არ გვინდა, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს, თუმცა არც ამის გვეშინია.”
“ჩვენ ამ ტიტულის მოგებით შეგვიძლია, რომ ქვეყანის მოსახელობა ეიფორიაში ჩავაგდოთ და დიდი ზეიმი მოვაწყოთ. თუმცა, წინ უნდა ვიყუროთ და ემოციებს ზედმეტად არ უნდა ავყვეთ. ერთ წელში მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც შესაძლოა, ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშოთ, როგორებიც ლიონელ მესი ან კრიშიტიანუ რონალდუა. მუნდიალი ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შენ მხოლოდ შვიდი შეხვედრა გაქვს ჩასატარებელი,სადაც მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და წამითაც არ დანებდე. წინ კიდევ 12 თვე გვაქვს და ევროპის ჩემპიონატისა და კონფედერაციის თასის შედეგები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მუნდიალზე ჩვენს მომავალ შედეგზე,” – განაცხადა ლიოვმა.