ლიოვი: “ბრაზილიასთან საშინლად ვითამაშეთ”
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ბრაზილიასთან შინ წაგებული მატჩის (0-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა და ის გაბრიელ ჟეზუსის ანგარიშზეა (38′).
“ამხანაგური მატჩების მთავარი დატვირთვა საკუთარი ძალების გამოცდაა, ასეთ შეხვედრებში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. თუმცა, რასაკვირველია, მსგავსი შედეგები სასურველი არ არის.ბრაზილიასთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ და შედეგიც შესაფერისი მივიღეთ.
რაც შეეხება ჟერომ ბოატენგის მდგომარეობას, მან ზურგში მძიმე დარტყმა მიიღო და ამიტომაც მისი შეცვლა აუცილებელი ჩავთვალე. ის თავს უკეთ გრძნობდა და არამგონია, სერიოზულ ტრავმასთან გვქონდეს საქმე,” – აცხადებს ლიოვი.
გეტყვით იმასაც, რომ გასულ კვირას ამხანაგურ მატჩში გერმანია ესპანეთსაც გაეჯიბრა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.