ლიოვი “ბუნდესნაკრებში” გაშვებულ ფეხბურთელებს აბრუნებს?
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, ნაკრებში მატს ჰუმელსის, ჟერომ ბოატენგისა და ტომას მიულერის დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.
“როდესაც გუნდში ცვლილებების გაკეთებას გადაწყვეტ, გარკვეული დროის შემდეგ შენი გზიდან არ უნდა გადაუხვიო. მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ თითქმის ერთი წელი წაგვართვ და ახლა შესაძლებელია ამ პროცესის შეჩერება.
თუ ჩავთვლი, რომ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ენერგიასა და გამოცდილებას შემმატებენ, მაშინ მათი დაბრუნება შესაძლებელი იქნება. გპირდებით, რომ ამ თემაზე აუცილებლად ვიმუშავებ,” – ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Kicker.
შეგახსენებთ, რომ ჰუმელსს, ბოატენგსა და მიულერს გერმანიის ნაკრებში 2019 წლიდან აღარ იწვევდნენ და ამის გამო სამივე მათგანმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.