ლიოვი: “გერმანიის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გასვლას არ იმსახურებდა”

თარიღი: ივნისი 27, 2018

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაცია გერმანიამ გამოაცხო – ისტორიაში პირველად, “ბუნდესნაკრები” მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. ამის შემდეგ იოაჰიმ ლიოვმა პრესასთან ისაუბრა.

“არც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვიმსახურებდით და არც ჯგუფური ეტაპის დაძლევას. ჩვენ გუფში ჩავრჩით არა იმიტომ, რომ მოგება არ გვინდოდა, არამედ იმიტომ, რომ გოლის გატანის ნორმალური შანსიც კი არ გვქონია. გუნდს გამარჯვება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო.

2006 წლის ჩემპიონატში ოთხეულში მოვხვდით, ფინალი, შემდეგ მოვიგეთ კიდეც. მაგრამ წელს ამ თამაშით მხოლოდ ამას ვიმსახურებდით. ჯგუფში ჩარჩენა ძალიან იმედგამაცრუებელია, მაგრამ უნდა შევეგუოთ.

და სად მივდივართ ამის შემდეგ? აქიდან უნდა წავიდეთ. ამ მომენტში არაფრის თქმას არ აქვს აზრი ჩემი მხრიდან, მაგრამ ამაზე მომავალში ბევრს და მშვიდად ვისაუბრებთ,” -აცხადებს ლიოვი.

მსგავსი სიახლეები