ლიოვი: „გიოტცეს ვუთხარი, ეჩვენებინა, რომ მესიზე უკეთესია“

თარიღი: ივლისი 14, 2014

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის შემდეგ „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

— სამი ხედირა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა მოხდა?
— ხედირამ ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მომდევნო დღეს ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ჩვენ კი შეგვეძლო, გაგვერისკა, თუმცა სიტუაცია არ მოითხოვდა რისკს და კრამერის გამოყვანა გადავწყვიტეთ.

— არ შეგეშინდათ, როცა კრამერიც დაიმტვრა?
— არა, თავიდანვე ვემზადებოდით იმისთვის, რომ სამივე ცვლილებას გამოვიყენებდით. ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ნახევარმცველები მზად არიან, რთულ ვითარებაში ერთმანეთი ჩაანაცვლონ.

— რა უთხარით გიოტცეს სანამ მოედანზე შემოვიდოდა?
— „აჩვენე ყველას, რომ მესიზე უკეთესი ხარ და გადაწყვიტე მატჩის ბედი!“ კარგი წინათგრძნობა მქონდა.

— რამდენიმე წლის წინათ თქვენზე თქვეს, რომ ავსტრის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებოდით, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. სამართლიანობა აღდგა?
— გამიმართლა კიდეც. სხვა შემთხვევაში, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ბრაზილიაში ერთად 55 დღე გავატარეთ, თუმცა გლობალურად უკვე ათი წელია, ერთად ვართ. ამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იურგენ კლინსმანის დროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რთული მუშაობის ათი წელი. ჩვენ ვართ პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ახლა რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაოცარი შვაინშტაიგერისა და ყველგან მყოფი ლამის წყალობით მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

— რის ხარჯზე დაამარცხეთ არგენტინის ნაკრები?
— სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სტანდარტულ მდგომარეობებს. ვფიქრობ, ამ ასპექტში განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩემი გუნდი. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დორტმუნდი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მანჯუკიჩისთვის ბრძოლაში შეეცილებ

დორტმუნდის “ბორუსია” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის დამატებას შეეცდება. “კიკერის” ცნობით, გერმანული...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიენ რობენმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა გარემარბმა არიენ რობენმა საფეხბურთო კლუბ “გრიუნვალდის” (მიუნხენი) სისტემაში სამწვრთნელო კარიერა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტონი კროოსის ლამაზი გოლი ბელორუსის კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 55-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალონსო “რეალიდან” “ბაიერნში” გადასვლაზე: “პეპის საიდუმლოებებ

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ჰავბეკმა, ჩაბი ალონსომ, “ბაიერნში” გადაბარგების მიზეზზე საუბრისას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანჩოს “ბორუსიას” დატოვება სურს, “ლივერპული” საქმის კურსშია

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის საზღვრების დატოვება სურს. მისი გადაბირების მსურველთა სიას კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიის ნაკრებმა ევრო 2020-ისათვის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო)

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისათვის “ადიდასის” მიერ შექმნილი საშინაო ფორმა წარადგინა. გთავაზობთ ფოტოებს:...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაძაბულობა “ფრაიბურგი” – “აინტრახტის” მატჩის ბოლო წუთებში (ვ

10 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ფრაიბურგმა” საკუთარ მოედანზე “აინტრახტი” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის 95-ე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნი” 4:0 “ბორუსია” – ბავარიელებმა დორტმუნდელები უშანსოდ

ბუნდესლიგის მე-11 ტურში “დერ კლასიკერი” შედგა, სადაც მიუნხენის “ბაიერნმა” თავისი პრინციპული მეტოქე დორტმუნდის “ბორუსია&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

არსენ ვენგერი: “ბაიერნიდან” დამირეკეს და გარკვეული დრო მომცეს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, დაადასტურა ინფორმაცია მიუნხენის “ბაიერნთან” მიმდინარე მოლაპა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მერვე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მერვე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. A ჯგუფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრო-2020-ის ოფიციალური ბურთი წარადგინეს

კომპანია Adidas-მა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი წარადგინა, რომელსაც სახელად Uniforia (“უნიფორია”) ეწოდა. სახელწოდება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნის” თავკაცის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად ვენგერის კანდიდატურა განიხილება

ბრიტანული “გარდიანის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ პრეტენდენტად არსენ ვენგერი მიიჩნ...
წაკითხვა