ლიპარტელიანი: “როცა ვაზარით ვმარცხდებოდი, ჩემს თავს ვუთხარი: “გთხოვ მოკალი, ის”
10 თებერვალს, ვარლამ ლიპარტელიანმა (-100) პარიზის გრან სლემი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა წლის პირველი ტურნისის ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და პარიზის გრან სლემის ოქროს მედალს კარიერაში მესამედ დაეუფლა.
დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, Adidas combat sports-მა ლიპარტელიანს ინტერვიუ ჩამოართვა.
– პირველ რიგში, გილოცავთ. როგორ გრძნობთ თავს პარიზის გრან სლემის მესამედ მოგების შემდეგ?
– მადლობა. მადლობა ფრანგ ხალხს, რადგან აქ ყოველთვის ძალიან კარგი გარემოა. ეს ჩემი მესამე ოქროს მედალია პარიზის გრან სლემზე და ძალიან გახარებული ვარ. 100 კგ წონით კატეგორიაში ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოვიპოვე, ეს ჩემთვის კარგია.
– ნახევარფინალში ვაზარით მარცხდებოდი. რას ფიქრობდი იმ მომენტში?
– როცა მეტოქემ ვაზარი ამიღო, ჩემს თავს ვუთხარი: “კარგი, გთხოვ, მოკალი ის”. და, იპონით გავიმარჯვე. როცა ვაზარით ვმარცხდები, ეს ჩემთვის კარგი მოტივაციაა.
– რომელი იქნება მომდევნო ტურნირი, რომელზეც იასპარეზებ?
– მომდევნო ტურნირი დიუსელდორფის გრან სლემი იქნება.