ლიპარტია კიევში “დინამოს” დაუზავდა
უკრაინის ჩემპიონატის მე-19 ტურში ლუგანსკის “ზორია” კიევში ადგილობრივ “დინამოს” ესტუმრა.
ფრედ დასრულდებულ (2:2) შეხვედრაში ლუგანსკელთა სასტარტოში იყო ჯაბა ლიპარტია, რომელმაც მოედანზე 60 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიში მის ნაცვლად შემოსულმა ლიუბენოვიჩმა, 68-ე წუთზე დააფიქსირა.
“ზორია” ევროსაგზურისთვის იბრძვის და 19 მატჩში მოპოვებული 31 ქულით მეოთხე საფეხურზეა.