ლიპარტიამ “დნიპროს” გაუტანა და ფინალში გავიდა (ვიდეო)
უკრაინის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ზორიასა” და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შორის გამართულ საპასუხო მატჩში მასპინძელთა ქართველმა თავდამსხმელმა ჯაბა ლიპარტიამ თავი გატანილი ბურთით გამოიჩინა. ჩვენებურმა ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდრეი ტოტოვიცკიმ “დნიპროს” მეორე ბურთი გაუტანა და “ზორიას” ორი მატჩის ჯამში ფინალის საგზური მოუპოვა. პირველი შეხვედრა დნეპროპეტროვსკელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული.
ჯაბა ლიპარტია 50-ე წუთზე შეცვალეს.